Thursday, October 23, 2008
Thursday, May 22, 2008
ოზონის მკითხველს
ძვირფასო მკითხველო,
უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ერთგულებისათვის და ბოდიში მოგიხადო ხანგრძლივი პაუზისთვის. ოზონი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია და ჩემთვის დიდი პატივი იყო შენთვის მუშაობა. ამავე დროს ვწუხვარ რომ ვერ შევძელით მისი გადარჩენა.
მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია და ოზონის დახურვამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ დროა ჩვენი ძველი ვებ-გვერდის აქტივირება მოვახდინოთ და მკითხველს ახალი საინტერესო შიგთავსი შევთავაზოთ.
საწყის ეტაპზე komuna.ge ბლოგზე აგებული პროექტი იქნება. ამჯერად გვერდზე უკვე ყოველდღიურად ქვეყნდება გარკვეული მასალები.
სექტემბრიდან კომუნას სულ სხვა სახე და ბევრად უფრო ფართე შინაარსობრივი პალიტრა ექნება. ამ პროექტზე არაერთი ოზონელიც იმუშავებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ პროექტში მკითხველს გაცილებით მეტი გავლენა ექნება, ის მონაწილეობას მიიღებს ამ გამოცემის დახვეწაში და თავად შეძლებს გახდეს მისი ერთ-ერთი ავტორი.
იმედი მაქვს შემოგვიერთდები
გისურვებ წარმატებებს და ველი შენ გამოხმაურებას
სერგი გვარჯალაძე
Thursday, May 8, 2008
Nine Inch Nails
ARTIST / BAND: Nine Inch Nails
ALBUM (free): The Slip
FILE UNDER: Alternative / Rock / Industrial
LABEL: The Null Corporation
INFO: ახალი ალბომის უფასოდ დაგდება ქსელში უკვე არავის უკვირს, მიუხედავად ამისა სასიხარულოა როდესაც "რადიოთავების" ინიციატივას აიტაცებენ არამხოლოდ დამწყები მუსიკოსები არამედ ალტერნატიული ჟანრის ისეთი ლეგენდები როგორიც ტრენტ რეზნორი და მისი ბენდია. მუსიკოსმა გაწყვიტა ურთიერთობა დიდ ჩამწერ კომპანიებთან და ახლა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით აქვეყნებს მუსიკას. ალბომი შეგილიათ ამ ბმულიდან ჩამოქაჩოთ. აქვეა განთავსებული სარემიქსო ტრეკებიც.
Sergi Gvarjaladze
Saturday, April 26, 2008
Wednesday, April 23, 2008
JEFF HEALEY
ბლუზის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუსიკოსი Jeff Healey, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელიც იყო. შესაძლოა მეჩვენება, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რატომ უყურებდნენ მას ასე ზერელედ. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაცილებით მეტ აღიარებას იმსახურებდა. საბოლოოდ კი რა გამოდის? ჯეფ ჰილის ხსენებაზე უმრავლესობას მხოლოდ მისი გიტარის ჭერის არატრადიციული მანერა |
ახსენდება და არა დაკვრის ხარისხი. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჰილის ‘გემრიელი’ სოლოები და ვოკალი პირველი მოსმენისთანავე სასიამოვნოდ მომხვდა ყურში და დღეს მას თავისუფლად ვაყენებ ბლუზ-როკ მუსიკოსების საუკეთესო ხუთეულში. ერთადერთი მინუსი მის რეპერტუარში ორიგინალური მასალის ნაკლებობა იყო. ჰილი ძირითადად ტრადიციულ თემებსა და სხვა ცნობილი მუსიკოსების მიერ დაწერილ სიმღერებს უკრავდა, მაგრამ როგორ უკრავდა! `ბიტლების~ ‘While My Guitar Gently Weeps’ როკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქავერია. პირადად მე ამ ვერსიას თამამად დავაყენებდი ჯიმი ჰენდრიქსის მიერ გადამღერებული ბობ დილანის ცნობილი სიმღერის ‘All Along The Watchtower’’-ის გვერდით.
იყო საკმაოდ კომერციული სიმღერა, რომელშიც აქცენტი უფრო მელოდიაზე გაკეთდა, ვიდრე ჰილის სოლოებზე. სამაგიეროდ შემდეგი დისკი – Hell To Pay უკვე ნამდვილი ბლუზ-როკ შედევრია. აქ ჰილის რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი დაეხმარა, მათ შორის ჯორჯ ჰარისონი და მარკ ნოპფლერი. ამ უკანასნელმა სპეციალურად ამ ალბომისთვის სიმღერაც დაწერა ‘I Think I Love You Too Much’. ბიტლების ‘‘While My Guitar Gently Weeps’ უკვე ვახსენე და კიდევ ერთ ძალიან ლამაზ ბალადას გამოვყოფდი - ‘How Long Can A Man Be Strong’.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰილი კვლავ იმას დაუბრუნდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ალბომი Mess Of Blues 2008 წლის მარტში გამოვიდა, ჰილის სიკვდილიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. სენტიმენტალური გრძნობები რომ გვერდზე გადავდოთ და პრაგმატულად ვიმსჯელოთ, დისკი უფრო ჯეფ ჰილის სოლოებით არის საინტერესო, ვიდრე არჩეული მასალით.
ტრადიციული თემები პლიუს რამდენიმე ქავერი – ეს არის და ეს. და მაინც: ჰილი ძალიან მაგარი მუსიკოსი იყო. შესაძლოა ამ პატარა სტატიაში ზოგიერთი ჩემი მოსაზრება ცოტა გადამეტებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მე ჯეფ ჰილი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ მისი გარდაცვალებით თანამედროვე მუსიკამ ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დაკარგა.
Friday, April 4, 2008
Goldfrapp - Happiness
იხილე ელისონ გოლდფრეპის ახალი ვიდეოკლიპი სინგლისათვის Happiness, კლიპის რეჟისორია უკვე სახელგანთქმული კლიპმეიკერი Dougal Wilson.
სიმღერა შევიდა ახალ ალბომში Seventh Tree, რომლის რეცენზიაც ოზონის აპრილის ნომერში შეგიძლია წაიკითხო.
Tuesday, April 1, 2008
გააცანი შენი თავი მსოფლიოს
ჯერ-ჯერობით უფასო წყარო Mixupload დიდ პერსპექტივას გპირდებათ. ამ რესურსზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენ შესძლებთ: საკუთარი მიქსების ატვირთვას (თავდაპირველად ფაილების შესანახად 100 მეგაბაიტი გეძლევათ), პოდკასტების შექმნას (შესაძლებელი იქნება თქვენს მიერ შექმნილი პოდკასტის ჩამოტვირთვაც), სხვა შემოქმედთა თრექების ფავორიტებში დამატებას და, რაც მთავარია, გამოუცდელობის შემთხვევაში სხვების კომენტარების მოსმენას და გათვალისწინებას. ეს არის საკმაოდ პროგრესული წყარო, ასე რომ, ვფიქრობ, აუცილებელია ელექტრონული მუსიკის შემქმნელთათვის. ისევე, როგორც მისი მოსმენის მოყვარულთათვის.
www.mixupload.com
ტექნოლოგია