Thursday, May 22, 2008

ოზონის მკითხველს

ozonicolage

ძვირფასო მკითხველო,

უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ერთგულებისათვის და ბოდიში მოგიხადო ხანგრძლივი პაუზისთვის. ოზონი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია და ჩემთვის დიდი პატივი იყო შენთვის მუშაობა. ამავე დროს ვწუხვარ რომ ვერ შევძელით მისი გადარჩენა.

მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია და ოზონის დახურვამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ დროა ჩვენი ძველი ვებ-გვერდის აქტივირება მოვახდინოთ და მკითხველს ახალი საინტერესო შიგთავსი შევთავაზოთ.

საწყის ეტაპზე komuna.ge ბლოგზე აგებული პროექტი იქნება. ამჯერად გვერდზე უკვე ყოველდღიურად ქვეყნდება გარკვეული მასალები.

სექტემბრიდან კომუნას სულ სხვა სახე და ბევრად უფრო ფართე შინაარსობრივი პალიტრა ექნება. ამ პროექტზე არაერთი ოზონელიც იმუშავებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ პროექტში მკითხველს გაცილებით მეტი გავლენა ექნება, ის მონაწილეობას მიიღებს ამ გამოცემის დახვეწაში და თავად შეძლებს გახდეს მისი ერთ-ერთი ავტორი.

იმედი მაქვს შემოგვიერთდები

გისურვებ წარმატებებს და ველი შენ გამოხმაურებას

სერგი გვარჯალაძე

http://www.myspace.com/johnjollia

4 comments:

Jenny said...

აქ კომენტარებს კითხულობს ვინმე??

აუ კარგით რა რამე მოიფიქრეთ ხო შეიძლება სპონსორი იპოვოთ ან ტირაჟი შეამციღეთ ან 2ჯერ გააძვირეთ ფასი ან რამე ქენით რა :(((

ეს ინტერნეტ რესურსები დო ხრენა არის ჟურნალს ქონდა ფასი :((

Never never never ever ever ever ever eeever give up! :/

hah?

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

აუუუჩ რა გამიტყდა :|
ზომბი ვიყო ერთადერთი რამ რასაც ჯიხურებში ვყიდულობდი და რაქენით ეეეს:( დაგვღუპეთ ხ(

აღარაფერი ესველება? ვსიო ?:(

საქზ საქზზ სააააქზ=(( =(( =((

ფეხმძიმე მთვარე said...

gamitydfa yvela nomeri maq gvinda ozoni dabrundes

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

ოზონის მაიკა შემახმა :D